LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია 76100,58 ლარის და 452,900 აშშ დოლარის მფლობელია

668

გიორგი გახარია, რომელიც შსს-ს უხელმძღვანელებს, მეუღლესთან, მარიკა ფანცულაისთან, ერთად 76100,58 ლარის და 452,900 აშშ დოლარის მფლობელია. 

გახარია 2016 წლის 27 ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა. შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 31 მაისს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მეუღლე, მარიკა ფანცულაია, ფლობს 79,900 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და 395 კვ.მ.-ის ფართობისაა.

გიორგი გახარიას მეუღლე მოძრავი ქონების სახით, ფლობს 22,000 ამერიკულ დოლარად შეფასებულ ტოიოტა RAV4-ის მოდელის ავტომანქანას.

შსს-ს მომავალი მინისტრის და მისი ოჯახის საკუთრებაში არ არის ფასიანი ქაღალდები.

რაც შეეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშს ან/და შენატანს, რომლის განკარგვის უფლება აქვს გიორგი გახარიას, დეკლარაციის შევსების მომენტში შსს-ს მომავალ მინისტრის:

  1. რაიფფაიზენ ბანკის პირად ანგარიშზე იყო 452,900 ამერიკული დოლარი;
  2. საქართველოს ბანკის” პირად ანგარიშზე იყო 4654,48 ლარი;
  3. საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე იყო 2943 ლარი;
  4. საქართველოს ბანკის” კიდევ ერთ პირად ანგარიშზე იყო 323,56 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი გახარიას მეუღლის, მარიკა ფანცულაიას:

  1. საქართველოს ბანკის” პირად ანგარიშზე იყო 392 ლარი;
  2. საქართველოს ბანკის” კიდევ ერთ პირად ანგარიშზე იყო 137 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი გახარიას ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, არ გააჩნდა.

არც შსს-ს მომავალი მინისტრი და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ.

საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში ბიზნესომბუდსმენად მუშაობის დროს გიორგი გახარიას 2016 წლის 1 იანვრიდან 27 ნოემრამდე პერიოდში ხელფასის სახით აღებული აქვს 51774,83 ლარი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრად მუშაობის დროს გიორგი გახარიას 2016 წლის 27 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით აღებული აქვს 6755,71 ლარი;

გიორგი გახარიას მეუღლეს, მარიკა ფანცულაიას, ავერსის ცენტრალური კლინიკაში ექიმბაქტერიოლოგად მუშაობის დროს 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში  ხელფასის სახით აღებული აქვს 9120 ლარი.

გიორგი გახარიას კრედიტის სახით ავტოგანვადებისთვის 2015 წლის 24 ივლისს აღებული აქვს 11370 აშშ დოლარი, აქედან გასავალი აქვს 6600 აშშ დოლარი; სადაზღვევო სესხის სახით აღებული აქვს 2102,41 აშშ დოლარი; გასავალი აქვს 1200 აშშ დოლარი.

შსს-ს მომავალ მინისტრს უძრავი ქონების ნასყიდობის სახით შემოსავალი აქვს 350,000 აშშ დოლარი; საკრედიტო ბარათზე აქვს 10,000 ლარი, აქედან გასავალი აქვს 130 ლარი.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/103647

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები