LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია – ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტრაგედია რაც შეიძლება მალე დავასრულოთ

38

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგედია რაც შეიძლება მალე დავასრულოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარია ტატუნაშვილების ოჯახში დღეს იმყოფებოდა და გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. “ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგედია, ერთი კონკრეტული ოჯახის და მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ“, – განაცხადა გახარიამ.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოპულალურები