LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

69

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცეპრემიერი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცეპრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.