LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის საზოგადოება მზად არ არის

89

“თუ დაგვანახვებთ ზღვარს ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, შევძლებთ გავაგრძელოთ საუბარი”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ საზოგადოება მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის მზად არ არის. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა და გახარია ვერ ხედავს, მაგალითად, სად გადის ზღვარი მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის. როგორც გახარიამ აღნიშნა , მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, არის საკითხები, რომლებზეც ის მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ასეთია, ადამაიანის თავისუფლების აღკვეთის ვადები და შეუსაბამო სასჯელი, ნარკოტიკის მოხმარების შემოწმების ფორმები, რაც მისივე შეფასებით არაადეკვატურია

 

“ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციის პერიოდში არ გაგვექცეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება, განსაკუთრებით ახალგაზრდების კომპონენტში.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები