LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანზე მეტი ღირს

32

მჯერა, რომ ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანზე მეტი ღირს. ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ახალი საპენსიო მოდელის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპენსიო რეფორმა ქართულ ეკონომიკას გრძელვადიან რესურსს მოუტანს. ”არსებობს შემოთავაზებული მოდელი 2+2+2, თუმცა არ ვიცით როგორი მოდელი იქნება საბოლოოდ. მჯერა, რომ ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საპენსიო ფონდში 2% თანხაზე მეტი ღირს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ბიზნესს ეს ესმის. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს იქნება ფონდი, რომელიც მოხმარდება ქართული ეკონომიკის პრობლემებს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპენსიო რეფორმის მოდელი ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურმა მოამზადა. კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ.

დაგროვებითი პენსიის წარმოდგენილ მოდელს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტში არ ეთანხმებიან. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპენსიო ფონდში დამსაქმებლის 2%-იანი შენატანი შემოსავლი გადასახადიდან უნდა ჩამოიჭრას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები