LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია – ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა თუ მოგვიწია, კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს

48

ბოდიში თუ იქნა მოსახდელი, თუ მოგვიწია ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა, კიდევ ერთხელ მოვიხდით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა გიორგი ლომიამ მინისტრს ჰკითხა, რატომ მოიხადა ბოდიში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიება იყო ეფექტური და წარმატებული, რომლის დროსაც რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავეს.

“დაკავებული ნარკორეალიზატორების გარკვეული ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და საკმაოდ საინტერესო ჩვენებებს იძლევა. მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს არ მოვიხდი. სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში ჩვენ მოგვიწია მშვიდობიანი ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში. იქვე აღვნიშნე, რომ ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად ვერ შეზღუდავს, ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის. ბოდიში თუ იქნა მოსახდელი, თუ მოგვიწია ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა, კიდევ ერთხელ მოვიხდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები