LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიამ გერმანელ კოლეგასთან საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების საკითხი განიხილა

102

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს, როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს. აღნიშნული თანამშრომლობა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრებისა და ორმხრივი სამუშაო ვიზიტების შედეგად, წარმატებით ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე.

გიორგი გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა კლების პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლად აღიარების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დაბალია და უახლოეს მომავალში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები