LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად 25 იანვარს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

80

თეთრი ხმაურის მოძრაობამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. მოძრაობის წევრმა ნაჯა ორაშვილმა იმედის ეთერში, გადაცემაში “პირისპირ” განაცხადა, რომ  გიორგანაშვილის და ასევე ბექა წიქარიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 25 იანვარს კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

“ქვეყანაში, სადაც მუქარის გამოყენებით გაუპატიურება 3-დან 5 წლამდე ისჯება, მოძალადეებსა და მკვლელებს 5 წლამდე პატიმრობას აკმარებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების მფლობელებს 1 წელიწადში ათავისუფლებენ ციხიდან, ნარკომომხმარებლებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება ედებათ ბრალად, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ სვამენ ციხეში მიკროდოზების გამო. დღეს სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაცია კიდევ ერთხელ გააკეთა და ჩვენს აქტივისტს გიორგი გიორგანაშვილს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიუსაჯა”- აცხადებენ თეთრი ხმაურის მოძრაობაში.

თეთრი ხმაურის მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ხელახალ ლეგიტიმაციას ანიჭებს ე.წ. ჩადებების პრაქტიკას:

“„ჩადებების“ თემა საზოგადოებისთვის ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიხილეთ „ბირჟა მაფიის“ საქმე, რომელშიც ბრალდებულები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის აღძვრის შემდეგ სასამართლომ „ბირჟა მაფიის“ წევრების წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება მართლაც ჩაუდეს. მიუხედავად აღნიშნული გამამართლებელი განაჩენისა, შსს-ის თანამშრომლები კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები