LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიორგანაშვილმა თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკი პირს რეანომობილით შემოატანინა – პროკურატურა

41

საქართველოს მთავარი პროკურატურა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის მეექვსე ნაწილისქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს თბილისისენაკილესელიძის გზატკეცილის მე-17 კმზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩერებული იქნამერსედესისფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებაბუპრენორფინის“ შემცველი 22 აბი, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებაბუპრენორფინის“ შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი,” – წერია პროკურატურის განცადებაში.

განცხადების ტექსტი სრულად იხილეთ პროკურატურისა ვებ გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები