LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ისაკაძე „ღამის სერენადების“ შესახებ

364

წლევანდელი მუსიკალური ფესტივალის, „ღამის სერენადების“ მოწყობაში აქტიურად მონაწილეობს ცნობილი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი, გიორგი, რომელიც fortuna.ge–ს ესაუბრა, რითი იქნება გამორჩეული წელს რიგით მეათე საერთაშორისო ფესტივალი.

 

ბატონო გიორგი, რას საქმიანობთ გერმანიაში?

მე გახლავართ ქ. ინგოლშტატში პირველი ქართული სამუსიკო სკოლის -„ისაკაძის სამუსიკო სკოლისა“ და მიუნჰენში მუსიკისა და ბალეტის ისაკაძე-ბეჟუაშვილის აკადემიის დამაარსებელი.

რატომ გადაწყვიტეთ წელს ფესტივალ „ღამის სერენადებში“ აქტიურად ჩართვა?

რამდენიმე წლის წინ, ჩემს მამიდასთან – ლიანა ისაკაძისთან ერთად ბათუმში დავაარსე ახალგაზრდული ფესტივალი „ფეისბუქის მეგობრები“, რომელიც 4 წლის განმავლობაში ჩემი ხელმძღვანელობით საკმაოდ წარმატებით ტარდებოდა. თუმცა ორი ფესტივალის პარალელურად გამართვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და პირველ რიგში, ფინანსების მოზიდვას ვგულისხმობ. ამიტომაც ამ ორი ფესტივალის „ღამის სერენადებისა“ და  „ფეისბუქის მეგობრების“ კონცეფციები გაერთიანდა ძირითად ფესტივალში „ღამის სერენადებში“ და ახლა მე და ქალბატონი ლიანა ერთიანი ძალებით ვხელმძღვანელობთ.

რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი „ღამის სერენადები“?

ჩვენ წელს აქცენტი ავიღეთ საზღვარგარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებზე და ფესტივალის საბაზო ორკესტრიც ძირითადად ასეთი მუსიკოსებით დავაკომპლექტეთ. თუმცა, მათთან ერთად ორკესტრში გაერთიანდნენ საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდებიც. მათი ერთობლივი მუსიცირება, ვფიქრობ საინტერესო იქნება მსმენელისთვის.

 რით იქნება მიმზიდველი ფესტივალი ახალგაზრდებისთვის?

სწორედ იმით, რაც უკვე მოგახსენეთ და ასევე საინტერესო ორიგინალური პროგრამით, რომელსაც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, უნგრელი ვირტუოზი მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი და ჩვენი თანამემამულე, იაშვილების მუსიკალური დინასტიის შესანიშნავი წარმომადგენელი, უცხოეთში მოღვაწე მევიოლინე გია იაშვილი და მისი მეგობრები წარმოგვიდგენენ. ახალგაზრდებს განსაკუთრებით დააინტერესებს გია იაშვილის პროექტები „ოპერა ფანტაზია“ და „ტანგოს საღამო“, ასევე „ვიოლინოს ჯადოქრად“ წოდებული გეზა ჰოსზუ ლეგოცკის ცეცხლოვანი ტემპერამენტით შესრულებული პოპულარული სავიოლინო ნაწარმოებები.

როგორ ხედავთ ფესტივალის მომავალს?

ვფიქრობ, რომ ფესტივალს დიდი მიზნები აქვს, რადგან ჩვენ გვსურს, ახალგაზრდობაში გავაჩინოთ ინტერესი სიმებიან საკრავთა მიმართ და პარალელურად დავაარსოთ ლიანა ისაკაძის საერთაშორისო კონკურსი სიმებიან საკრავებში. ეს ალბათ ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებული პრობლემების  მოგვარებას.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

 

ფესტივალი ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია ,,არტ ალიანსი“.

ფესტივალის   მთავარი   პარტნიორები   არიან   საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია,  ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი  Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“,  ქართული ვისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,  „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები