LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაკაურიძე: დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში თანხები გამოთავისუფლდება

36

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სამინისტროებში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში თანხების გამოთავისუფლება და დაზოგვა ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება.

მისივე თქმით, დარჩება ყველა ის დეპარტამენტი, რომელიც ძირითად პოლიტიკას განსაზღვრავს. კაკაურიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რა მასშტაბის იქნება ოპტიმიზაცია, რომელიც მთელი რიგი უწყებების მიმართ იგეგმება. „როდესაც ახალი მინისტრები ახალ სტრუქტურებში მივლენ, მაშინ გახდება ცნობილი როგორი სტრუქტურით იმუშავებს ესა თუ ის სამინისტრო და როგორი იქნება ოპტიმიზაციის მასშტაბი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კაკაურიძემ.

გარდა ამისა, კაკაურიძის თქმით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები 2018 წლის ბიუჯეტში აისახება, რომლის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს 1-ელი დეკემბრისთვის წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები