LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაკაურიძე: საგადასახადო კოდექსში ცვლილებები საგადასახადო ამნისტიას არ ნიშნავს

78

“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო ამნისტიას არ ნიშნავს – ჩვენ საგადასახადო ამნისტია არ ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთება სწორი არ იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა პროექტი, რომელიც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.

საგადასახდო ამნისტიის განხორციელება სხვა მოქმედ კომპანიებს არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს. საგადასახდო ამნისტიისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს იმ ფიზიკური პირებისა და ზოგადად, გადამხდელების დავალიანების ჩამოწერას, რომლებიც ხუთი წელია არ ფუნციონირებენ. ეს საგადასახადო ამნისტიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელებისათვის დარიცხული თანხები რიგ შემთხვევებში იყო გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე კომპანიას რეალურად ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს “საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილების განხილვა, რომლითაც გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები