LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაკაურიძე: საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა

79

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება დამატებითმა შემოსავლებმა განაპირობა, – ამის შესახებ დღეს განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა, რომელმაც 2017 წლის საბიუჯეტო ცვლილებები რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტს წარუდგინა.

კაკაურიძის ინფორმაციით, გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლები, ისევე როგორც მთლიანად შემოსავლების ნაწილი.

“სწორედ ამიტომ ვზრდით 2017 წლის ბიუჯეტის გადასახადო შემოსავლების გეგმას. იზრდება გრანტების მაჩვენებლი. მცირდება კრედიტების ნაწილი – მიმდინარე წელს სესხებს უფრო ნაკლებს ავიღებთ, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ცვლილებები ძირითადად იმ პროექტების დაფინანსებას უკავშირდება, რომელიც მომდევნო წელს უნდა განხორციელდეს. ამისთვის ხდება თანხების მობილიზება. ეს თანხები სახელმწიფო კომპანიების ანგარიშებზე მოხვდება და კომპანიები წელსვე დაიწყებენ სატენდერო პროცედურებს, ხოლო მომავალ წელს ათვისების ტემპი უფრო მაღალი იქნება. ეს არის მელიორაცია, წყლის პროექტები, გაზიფიცირება და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიმართულებით ნაწილდება ძირითადად თანხები“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები