LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის რთველს წარმატებულად აფასებს

38

„რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

პრემიერის თქმით, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, გლეხის, მთლიანად საქართველოსა და ხელისუფლების წარმატება. რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

მთლიანი პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, მევენახეები და მეწარმეები ფასზე სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად შეთანხმდნენ და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხისა და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა, მადლობა გადავუხადო რთველის საკოორდინაციო შტაბს, კონკრეტულად მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები