LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში მიიწვიეს

37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით, 8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.  აშშ-ში  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები