LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

52

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გატარებული რეფორმები და საქართველოს მხრიდან მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრის მთავარი თემები.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწეული სამუშაო, რაც მისი თქმით, კომისიამ საბოლოო დასკვნაშიც ასახა. დიმიტრის ავრამოპულოსმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციის საკითხებს და აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოში გატარდა რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის კონტროლის მიმართულებით; მიღებულია კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ,” მიგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელობაზე, ევროკავშირისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებზე და მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები