LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი – ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა

70

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, საქართველოს პარტნიორების ჩართულობით, შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა.

“ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და, ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია” , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა

“ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ – მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა. ამ ფორმატში არის აბსოლუტურად ყველა ის მოთამაშე, რომელთა ჩართულობითაც იმ პრობლემასა და იმ უდიდეს ტკივილში, რომელიც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია პოზიტიური დინამიკის შექმნა”, – განაცხადა პრემიერმა.

მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა. თუმცა, კარასინის თქმით, უმაღლესი დონის შეხვედრისთვის კარგი მომზადებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები