LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს წარმატებას უსურვებს

18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყო და რჩება აშშ-ის მთავარ მოკავშირედ რეგიონში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

„მინდა მივულოცო ბატონ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები, როგორც ამერიკის შიდა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებულ არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაში. ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საქართველო იყო და რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული, სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას: თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; დემოკრატიული განვითარება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს თანამშრომლობის დადებითი შედეგების. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი და ჩვენი უმთავრესი პარტნიორი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები