LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

29

პრემიერ-მინისტრი გადადგა – ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისთვის ეს თანამდებობა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. მან ორწლიანი მუშაობა შეაფასა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რაც მისი პრემიერობის დროს გატარდა. გიორგი კვირიკაშვილმა  მადლობა გადაუხადა მის გუნდის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის.

“ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიმეღო. ეს გადაწყვეტილებაა – მე ვტოვებ დღეს თანამდებობას.  მადლობა უამრავ კარგ ადამიანს, რომელიც მუშაობის პერიოდში გავიცანი. მადლობა ადამიანური თანადგომისთვის, მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ დიდი შრომა გასწიეს, მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს.

მადლობა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.

მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის გადადგომასთან ერთად გადაყენებულად მიიჩნევა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მათ პარლამენტმა ნდობა ახლიდან უნდა გამოუცხადოს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე აქცია ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები