LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს ხვდება

53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს  ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების  ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

იოჰანეს ჰანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 6 მაისს დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები