LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: “მინდა, ყველას სახელით გადაგიხადო უდიდესი მადლობა ამ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც შენ ყველას მოგვანიჭე”

152

მინდა, ყველას სახელით გადაგიხადო უდიდესი მადლობა ამ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც შენ ყველას მოგვანიჭე, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას. სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და NBA-ის თასის ქართველი გულშემატკივრისთვის ოფიციალური წარდგენის ცერემონია მიმდინარეობს.

“მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი სამშობლოს, საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა, განსაკუთრებით, ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დარბაზში არიან. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანსწრაფვა და ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ყველას გვახსოვს 129:120-ის თამაში, რომლის შემდეგ ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors -ის თავზე”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები