LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

38

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, მედიათავისუფლების  ხარისხი და საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდი იყო, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება და უზრუნველყოფილი იყო თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა და გამოთქვა იმედი, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე დროული რეაგირების აუცილებლობას.

NDI-ის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მუდმივი დაკვირვება საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე,  მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, რომელთანაც NDI თანამშრომლობს და მომავალში ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები