LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი – პოლიტიკაში აღარ ვარ და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს აღარ ვაკეთებ

77

პოლიტიკაში აღარ ვარ და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს აღარ ვაკეთებ, – ასე განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სადაც მიღებას ესწრებოდა.

გიორგი კვირიკაშვილთან მედიას რამდენიმე კითხვა ჰქონდა, მათ შორის მისი გუნდის ყოფილი წევრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, თუმცა კვირიკაშვილმა ღონისძიება უკომენტაროდ დატოვა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება კონფერენციასთან დაკავშირებით ტარდება, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა ორგანიზებით 17-19 სექტემბერს იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები