LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: რაღაც დამატებითია საჭირო იმისათვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ

40

საქართველოს მთავრობა ეკონომისტ დანი როდრიკის თეორით არის დაინტერესებული – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისათვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ დავინტერესდით დანი როდრიკის განვითარების თეორიით. როდესაც გარკვეულ მიმართულებებს სწორი დახმარების შედეგად მეტი მნიშვნელობა ეძლევა და როდესაც  გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება ხდება მთლიანად ღირებულებთა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები და ყველა ქვეყანას მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა სჭირდება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული რეგიონალურ ეკონომიკებში. პრემიერ–მინისტრმა, მართველი გუნდის მიერ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და დანი როდრიკის განვითარების თეორიის მნიშვნელობას შეეხო.

„ოთხი წლის წინ, როდესაც მე დავიკავე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც სჯერა საბაზრო ეკონომიკის და დღესაც ასეა, მე მქონდა ჩემთვის ჩამოყალიბებული საყოველთაოდ მიღებული თეორიები, რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა იმისთვის, რომ უზრუნველგვეყო ეკონომიკის სწრაფი განვითარება. თუმცა, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებისას ვხედავდით გარკვეულ მიმართულებებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სწორ ჩარევას საჭიროებდა, რათა ინდუსტრია ამუშავებულიყო, მთელი მიმართულება სიცოცხლისუნარიანი გაგვეხადა”, – განმარტა კვირიკაშვილმა.

დანი როდრიკი არაერთი ნაშრომის ავტორია. ის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებისა და ინსტიტუციონალურ რეფორმებზეა ფოკუსირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები