LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი – საბოლოო მიზანია, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა

50

საბოლოო მიზანია, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლოზანაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შეხვდა. კვირიკაშვილის თქმით, ბახთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.

”განვიხილეთ ზამთრის სპორტის სახეობებისა და სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა საქართველოში. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად განიხილავს განვითარების პერსპექტივებს. საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა. ამისთვის გვჭირდება სტრატეგია, განვითარების გეგმა და ამ გეგმის შესაქმნელად ჩამოვა სწორედ ეს ჯგუფი საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო საქმეს დავუდეთ სათავე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფთან ერთად გავაკეთებთ ძალიან ამბიციურ გეგმას და უკვე გვექნება სამოქმედო გეგმა ყოველწლიური ქმედებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები