LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა

43

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და წევრ ქვეყნებს, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის მადლობას უხდის.

როგორც ეს წერს, მათი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა 45 მილიონი ევრო, რომელიც გუშინ საბჭომ საქართველოს დახმარების სახით გამოყო.

“მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.

საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები