LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

94

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა არმენ სარგსიანს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოძმე სომხეთი, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორივე ქვეყნისთვის თარიღი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დინამიკას შეიძენს.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი,“- განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გიორგი კვირიკაშვილს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

არმენ სარგსიანმა არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი დაადასტურა.

შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სტაბილურობა რეგიონში კეთილდღეობის მომტანი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ახალ მთავრობას წარმატება უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები