LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს

79

„ოპოზიციის ერთი რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის მშვიდობიანად და სტაბილურად არჩევნების ჩატარებას,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გუშინ საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

კვირიკაშვილის თქმით, ეს სიცრუე ყველამ დაინახა და სამართალდამცავებმა  კანონის სრული დაცვით იმოქმედეს – არ მისცეს პროვოკატორებს სხდომის ჩაშლის შესაძლებლობა.

„დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებასა და მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ვერანაირი რისკის ქვეს ვერ დავაყენებთ. ათასგვარი სიცურე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს, არადა პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობა იქიდან, დამთავრებული იმით, რომ  ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად და, ვფიქრობ, რომ ეს სიცრუეც ყველამ დაინახა და, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მათაც მინდა იცოდნენ კარგად, რომ დასრულდა ის ხანა, როცა ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას, სიცრუით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა დასრულდა 2012 წელს  და ამ მონაპოვარს ჩვენ საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით,“ –  განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები