LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

127

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

“ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. 
სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის,” – წერია პრემიერმინისტრის სამძიმრის წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები