LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

36

საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები, – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც  საქართველოს პრემიერმინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ შეხვედრაზეგანიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრეს მასშტაბური საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების, ასევე, ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრისას მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები