LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა

30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა.

ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან.
გიორგი კვირიკაშვილს ასევე, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა. მათ შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე – ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის.

საქართველოს მთავრობის მეთაური და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები