LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: წარმატება ტურიზმში ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს

24

დარწმუნებული ვარ, ის წარმატება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროშია, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამისთვის საჭიროა, რომ დღესვე დაიწყოს მუშაობა იმ რეაგირებებზე, რომელიც ჰქონდათ ტურისტებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში.

„ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროების და ასევე კულტურის მიმართულებით ყყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევქმნათ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, სამუშაო ადგილები. ისიც ძალიან მახარებს, რომ წელს პირველად მოხდა, როდესაც ბათუმში დიდი სასატუმროების გარდა კერძო სასტუმროები დაიტვირთა. ეს ძალიან კარგია. ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული სასტუმროების ქსელების განვითარებისთვის და ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული, რომ მცირე, ოჯახური ტიპის სასტუმროებმა აიღონ კრედიტები, განავითარონ, მოწესრიგონ თავიანთი მცირე ინფრასტრუქტურა და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები