LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 25-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ

35

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, კიდევ 25-მა ოჯახმა შეიტყო საკუთარი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრებისა და ახლობლების ხვედრის შესახებ.

„1992-1993 წლებისა და 2008 წლების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანია დღემდე, რომლებმაც არ იციან, სად იმყოფება მათი უგზო- უკვლოდ დაკარგული ახლობელი.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლიდან -დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა ის, რომ 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ადგილსამყოფელის შესახებ. დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ რიცხვს შეემატა 25 ოჯახი. ასობით ოჯახი კი კვლავ ეძებს ოჯახის წევრებს,“ –  განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი სთხოვს და მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ამ ადამაინების შესახებ, მიაწოდონ წითელი ჯვრის კომიტეტს. ის ირწმუნება, რომ ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები