LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დაიწყო

34

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო.

პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრასაც დაესწრო  თემაზე – „გაერო-ს რეფორმები“, რომელზეც სიტყვით დონალდ ტრამპი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გამოვიდნენ.

საუბრისას, მათ გაერო-ს საქმიანობასა და რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე შეხვედრას გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები