LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი:”საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება”

50

საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება, – ამის შესახებ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველოში არის მნიშვნლოვანდ გაუმჯობესებული გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, არის გარკვეულწილად გადაჭარბებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა, მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არავითარი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტია ჩვენი ხელისუფლებაა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები