LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს ქეთევანობა მიულოცა

53

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ყველა მართლმადიდებელს ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მიულოცა.

„პირველ რიგში, მინდა, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო წმინდა დიდმოწამე ქეთევან  დედოფლის ხსენების დღე და მინდა, დიდი სიხარულით აღვნიშნო ის უდიდესი მოვლენა – საქართველოში  წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდა. ღმერთმა ქნას, რომ ამ უდიდესი მოწამის სული შეეწიოს საქართველოს. მართლაც ძალიან დიდი რამ მოხდა, რაც წლების განმავლობაში სანატრელი და მიუღწეველი იყო, დღეს ეს შესაძლებელი გახდა. მე მინდა, ყველა თქვენგანს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული და ქეთვან დედოფილის ჩამობრძანება საქართველოში, განსაკუთრებით ქეთევანებს ვულოცავ ამ დღეს,“ -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები