LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო გახსნა

182

Best Western Kutaisi – ასე ჰქვია პირველ ბრენდირებულ სასტუმროს იმერეთის რეგიონში, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით ააშენა. სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი აქვს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სასტუმრო ასევე მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.

პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.
Best Western International-ი სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4 000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები