LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგას უმასპინძლა

43

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია. ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი, პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანიკო ლევაი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები