LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ლორია: მიყვარს, როდესაც მეტოქე გვაწვება

72

რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა სამარის „კრილია სოვეტოვმა“ ლიდერ „სპარტაკს“ უმასპინძლა და 4:0 მოუგო. მატჩის კომენტარი რუსმა ჟურნალისტებმა „კრილიას“ ქართველ მეკარეს გიორგი ლორიას თხოვეს.

გიორგი ლორია:
„აქამდე „კრილია“ ცდილობდა არ გაეშვა, სკრიპჩენკოს მოსვლის შემდეგ კი ვცდილობთ გავიტანოთ კიდეც.
„სპარტაკი“ კარგი გუნდია, რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყეს. ვერ ვიტყვი, რომ მატჩი ჩემთვის იოლი გამოდგა. პირიქით, მიყვარს კიდეც, როდესაც მეტოქის მხრიდან ზეწოლაა.
რატომ გამომდის მაინც და მაინც „სპარტაკთან“ თამაში? მე ასე ვერ ვიტყოდი. ჩემთვის სულერთია ვის ვეთამაშებით, მთავარია გოლი არ გავუშვათ. უბრალოდ ახლა „კრილიამ“ გატანა დაიწყო, მეტს ვუტევთ, მწვრთნელი ახალ ფილოსოფიას გვაჩვევს“, – თქვა ქართველმა მეკარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები