LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მახარაძეს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ერთ ღამეში 4000 დოლარზე მეტი შეუგროვეს

70

მსახიობი გიორგი მახარაძე მძიმე სენს ებრძვის. მას ახლახან ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ეს ინფორმაცია მისმა მეგობარმა, რეჟისორმა და მომღერალმა მარიამ ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ოჯახის სახელით, ფინანსური დახმარება ითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი მკურნალობას ვერ გააგრძელებს.

გახსნილია ანგარიში მისი დედის, თეონა ჩივაძის სახელზე:

TBC ბანკი

TBCBGE22

მიმღების დასახელება:

თეონა ჩივაძე

ანგარიშსწორების ანგარიში:

GE16TB7747845061100065

ერთ-ერთი საიტის საშალებით ასევე გროვდება თანხა. Gofundme-ს მეშვეობით, გიორგის, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები ეხმარებიან. როგორც ცნობილი გახდა, მისთვის ერთ ღამეში 4000 დოლარზე მეტის შეგროვება შეძლეს.

გიორგი ნიკოლაიშვილი წერს:

„ძვირფასო მეგობრებო, სევდანარევი სიამაყით ვწერ ამ სტატუსს. გიორგი მახარაძის დასახმარებელი თანხა ყოველ საათში იზრდება. 12 საათში უკვე $4,000-ზე მეტი მოვაგროვეთ. გთხოვთ გააგრძელოთ წინა პოსტის გაზიარება, რათა ბევრმა ნახოს და თანხა ჩარიცხოს. ასეთი ერთსულოვანი, ასეთი გაერთიანებული ქართველები მიყვარს. ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ამერიკის ქართული ემიგრაცია საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ერთად დგომით სხვას ვაძლიერებთ. დავფიქრდეთ, არავის იცის, გიორგის შემდეგ ვინ იქნება ჩვენი ბენეფიციარი. დღეს გაღებული თუნდაც $1, ხვალ სიკეთით დაგვიბრუნდება. ჩვენი სულების გადასარჩენად; ჩვენი მომავლისთვის, გავაგრძელოთ ასეთი სოლიდარობა და დავეხმაროთ ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობს, რათა გადარჩეს! უდიდეს მადლობას გეუბნით ყველას!

ჩვენ ეს შეგვიძლია!

ჩვენ ერთად ერთი ვართ!

სიკეთე ხომ ყველაზე სწრაფად გადამდებია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები