LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი – არჩევნები ნორმალურ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა

35

საქართველოს პრეზიდენტის  განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები დარაღვევეის გარეშე,  ნორმალურ გარემოში ჩატარდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ესტონელი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორ შეაფასებდა ის ადგილობრივი თვითმმსართველობის არჩევნებს. გარდა ამისა, მარგველაშვილმა საარჩევნო სისტემის პრობლემებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევო სისტემა, რომელიც  პოლიტიკურ პლურალიზმში გადაიზრდება.

„დაახლოებით 10 დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში სულ მცირე სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტები დააწესოს”,- აღნისნა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები