LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი – დეპუტატების მხრიდან გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ჩემთვის ახალი არ არის

61

დეპუტატების მხრიდან გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ჩემთვის ახალი არ არის, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების კომენტირებისას განაცხადა.

პრეზიდენტი გამოეხმაურა 2 მაისს პარლამენტში მის გამოსვლას და განაცხადა, რომ მისი გამოსვლისას მთავარი აქცენტები არსებულ გამოწვევებს შეეხება.

“ჩემი გამოსვლისას აქცენტები შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც არის ჩვენს რეალობაში და იმ გამოცდილებას, რომელიც მე მაქვს. რაც შეეხება დეპუტატებს, ჩემთვის გარკვეული აგრესიის ყურება და გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ახალი არ არის. შეიძლება ეს იყო რთული პირველ გამოსვლაზე პარლამენტში, როცა ამბობდნენ პრეზიდენტის ადგილი არ არისო, ვერ დაეტევაო, მაგრამ ახლა აღარ. მიუხედევად იმისა, რომ საპარლამენტო გამოსვლა არის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ის არის საზოგადოებისთვის და პარლამენტისთვისაც. როცა საპარლამენტო ტრიბუნასთან ვარ, მე ვფიქრობ მოქალაქეებზე, ვინც ამ მომენტში უსმენს ჩემს გამოსვლას. ბევრად ნაკლებად ვფიქრობ ექსპერტებზე, პოლიტიკოსებზე, ფრთოსანი ფრაზების გამჟღერებელ ადამიანებზე და ა.შ. მე ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად გამაჩნია შესაძლებლობა, რომ ადამიანებამდე მივიტანო ჩემი სიმართლე. ამ მიდგომამ დამაშორა კოალიციასაც, პარტიასაც, ექსპერტებსაც, მედიის ნაწილსაც, მაგრამ ელიტებთან ყოფნა არასდროს მომწონდა და პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები