LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: “გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფიქრია”

46

გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფიქრია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. იგი ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში გამოეხმაურა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მიმართვას მისთვის, რომ გადადგომით ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყებას შეუქმნას საფუძველი.

”მიმაჩნია, რომ ხელოვნური პროცესებით და იურიდიული გაჯანჯლებებით არ შეიძლება შედგეს პოლიტიკური პროცესი. თუ პროცესი მიდის კონკრეტული მიმართულებით, ჩვენ უნდა გამოვიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ყველამ ერთად შევქმნათ სწორი და უკეთესი გარემო. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ძალიან მაღალი წოდება და ტიტული, ადამიანმა ეს უნდა მიიღოს არა რაღაცნაირი გვერდითი კარიდან და ხელოვნურად შექმნილი პროცესის შედეგად, არამედ ამ ტიტულს უნდა ატარებდეს სრულიად სამართლიანად, რაღაცა პოლიტიკური პროცესის შედეგად. გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფქერია, როგორც მეტი სიკეთის მიღწევის საშუალებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში – არა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები