LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

34

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

“თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ იუბილეს და აღსაყდრების 40 წლისთავს. თქვენო უწმინდესობავ, ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ბრძოლა, ბრძოლა, როგორც ადამიანის შიგნით, ასევე იმ გამოწვევებთან, რომელსაც საზოგადოება და ამქვეყნიური პრობლემები, მის წინაშე აყენებს.
ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ჩვენ ვგრძნობთ ძალას, რადგან სწორედ ამ გამოწვევების დამმარცხებელ ადამიანს ვხედავთ, არა იდეებში, არა წიგნად, არამედ ცოცხლად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე,” – წერია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები