LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: “კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთვება”

54

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი აპირებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ჩართოს საქართველოს მოქალაქეები კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში. პრეზიდენტი დღეს კამპანიაში ”დაიცავი კონსტიტუცია” შემავალ პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა.
”მზად ვარ მოვისმინო თქვენი შეხედულებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ეს ის თემაა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. მე ვაპირებ მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ჩავრთო მოქალაქეები ამ საკითხების განხილვაში. მზად ვარ მოვისმინო თქვენი წინადადებები”, – მიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები