LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციებთან დაკავშირებით

43

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციებთან დაკავშირებით მიესალმება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. პრეზიდენტი მოუწოდეს პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა კონსტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, ქვეყნის გამაერთიანებელი დოკუმენტი. “მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად იყოს დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამით შევინარჩუნებთ იმ ღირებულებებს, რასაც დღეს ერთად ვზეიმობთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები