LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი – ქვეყნის უსაფრთხოებისადმი ასეთი დამოკიდებულება არაადეკვატურია

37

„უშიშროების საბჭო,  რომელიც ჯარის გაძლიერებაზე და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზეა  პასუხისმგებელი, ქვეყნის მთავრ კანონში გამქრალია, მის ნაცვლად იქმნება თავდცვის საბჭო, რომელიც მხოლოდ ომის დროს შეიკრიბება. ქვეყნის უსაფრთხოებისადმი ასეთი დამოკიდებულება არაადეკვატურია“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შესაძლო გაუქმებას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რეგიონში სიტუაცია არასტაბილურია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა განმტკიცებული უნდა იყოს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით,  კონფერენცია პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები