LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც

37

გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ნებისმიერი ხელისუფლება იმის მიხედვით ფასდება და განისჯება, თუ რამდენად ერთგულებს უმთავრეს ეთიკურ პრინციპს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“. ადამიანის უფლებები ზოგადად – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და ა.შ. უფლებათა მთლიანობას წარმოადგენს. მხოლოდ მისი სრულად აღიარებისა და განხორციელების შემთხვევაში გვაქვს თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება. საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. სამწუხაროდ, არც ერთი საზოგადოება არაა სრულად თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. ამიტომ, თანასწორობისა და თავისუფლების იდეალთა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოეული წევრის უწყვეტ ძალისხმევას ითხოვს. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც”, – აცხადებს პრეზიდენტი.

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები