გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

91

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა.

პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები