LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხი განიხილა

193

გარდა ამისა, მათი ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლო მექანიზმებს, რომელიც გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმზე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით კი, განსახილველ საკითხთა შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად, ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შექმნილი ვაკუუმი და ის ნაბიჯები იყო, რომელიც უნდა გადაიდგას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად არსებულ რესურსებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარ მიქაელ გალერი განცხადებით, ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები იცნობენ საქართველოში მიმდინარე ანექსიის ფაქტებს და გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები